Electronic Entertainment Expo

Electronic Entertainment Expo
სტატუსი აქტიური
ადგილმდებარეობა Los Angeles Convention Center
ლოკაცია ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ქვეყანა აშშ
ინაუგურაცია 11 მაისი, 1995 (1995-05-11)
უახლესი 14 ივნისი, 2016 (2016-06-14)
დასწრება 50,300 (2016)
ორგანიზატორი/ები Entertainment Software Association
საიტი e3expo.com e3insider.com

Electronic Entertainment Expo (ქართ. ელექტრონული გასართობების გამოფენა, აგრეთვე ცნობილი როგორც E3) — ვიდეო თამაშების ინდუსტრიის ყოველწლიური სამრეწველო გამოფენა, რომელიც ტარდება Entertainment Software Association-ის (ESA) ორგანიზატორობით, სადაც ვიდეო თამაშების, პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები წარადგენენ თავიანთ პროდუქტებს: ვიდეო თამაშებს, ვიდეო თამაშების კონსოლებს, კომპიუტერულ აქსესუარებსა და ა.შ.

განსხვავებით Gamescom-ისა და სხვა სამრეწველო გამოფენებისგან, რომლებიც ასევე ღია არის საზოგადოებისთვის, E3 არის ექსკლუზიური მოვლენა სამრეწველო გამოფენებს შორის ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში. ყოველი ცერემონიის დასრულების შემდგომ, წარმოდგენილი პროდუქტი ფასდება დამოუკიდებელი კომისიის მიერ და გამარჯვებულებს გადასცემენ Game Critics Awards-ის ჯილდოს. ჯილდოვდებიან საუკეთესო იდეებისთვის, პრეზენტაციებისთვისა და ელექტრონიკისთვის, ასევე ასახელებენ ყველაზე იმედგამაცრუებელ პრეზენტაციებსა და პროდუქტებს.

E3, როგორც წესი ტარდება ყოველი წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში Los Angeles Convention Center-ში, (LACC) ქალაქ ლოს-ანჯელესში, თუმცა ყოფილა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ცერემონია ჩატარდა აშშ-ს სხვა ქალაქში.

2015 წლიდან მოყოლებული Electronic Entertainment Expo პირდაპირი ეთერის ფორმატით გადაიცემა საიტების, YouTube-ისა და Twitch.tv-ის მეშვეობით.

ისტორია

E3 2016

E3-ის დაარსებამდე, თამაშების დეველოპერებს თავიანთი პროდუქცია გაჰქონდათ სხვადასხვა გამოფენებზე, მათ შორის Consumer Electronics Show-სა და European Computer Trade Show-ზე.

1990-ია წლებში სათამაშო ბიზნესის ზრდასთან ერთად, აუცილებელი გახდა სამრეწველო გამოფენების გაფართოება, გამომდინარე იქედან, რომ მოძველებული სამრეწველო გამოფენები ვერ აკმაყოფილებდნენ სათამაშო ინდუსტრიის მოთხოვნებს. 1994 წელს კომპანია Sega-მ დატოვა ძველი გამოფენები და მოგვიანებით მას სხვა კომპანიებმაც მიბაძეს.

პირველი E3-ის ცერემონია დაიგეგმა IDG-სა და Digital Software Association-ის მიერ (დღეს ცნობილი, როგორც Entartainment Software Asociation). ეს მოვლენა დაემთხვა ახალი კონსოლის, Sega Saturn-ის გამოსვლასა და PlayStation-ის, Virtual Boy და Neo Geo CD-ის ანონსს. ასევე გაცხადდა Nintendo Ultra 64-ის ტექნიკური მახასიათებლები (მოგვიანებით გადაერქვა სახელი Nintendo 64-ით), თუმცა თავად კონსოლის დემონსტრირება არ მომხდარა.

პირველი ცერემონია ჩატარდა 1995 წლის 11-13 მაისს, ლოს-ანჯელესში. 2006 წელს გადაწყდა შეეცვალათ E3-ის გამოფენის ფორმატი და მასშტაბური შოუ, რომელსაც ესწრებოდა ათასობით ადამიანი, გადაექციათ დახურულ კონფერენციად პრესის განსაკუთრებული წარმომადგენლთათვის. თუმცა 2009 წელს გამოფენა დაუბრუნდა უწინდელ ფორმატს. 2010 წელს გამოფენა კვლავ ჩატარდა Los Angeles Convention Center-ში.

E3/Tokyo '96

1996 წელს გადაწყვიტეს შეექმნათ E3-ის იაპონური ვერსია ტოკიოში, სატელევიზიო არხ TV Asahi-სთან თანამშრომლობით. თავდაპირველად სპონსორად მოიზარდებოდა Sony Computer Intertainment, (რომელმაც საბლოოდ მხარი დაუჭირა საკუთარ გამოფენას, PlayStation Expo-ს) და Nintendo, (ამ უკანასკნელმაც უარი განაცხადა სპონსორობაზე). გამოფენა მიმდინარეობდა 1996 წლის 1 ნოემბრიდან ამავე თვის 4 რიცხვამდე. თუმცა საბოლოოდ სპონსორთა და იპანური მწარმოებლების ნაკლებობამ განაპირობა შოუს დახურვა..

გამოფენის ჩატარების თარიღები

  • E3 1995, 11—13 მაისი
  • E3 1996, 16—18 მაისი
  • E3 1997, 19—21 ივნისი (ატლანდა)
  • E3 1998, 28—30 მაისი (ატლანტა)
  • E3 1999, 13—15 მაისი
  • E3 2000, 11—13 მაისი
  • E3 2001, 16—18 მაისი
  • E3 2002, 22—24 მაისი
  • E3 2003, 14—16 მაისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2004, 12—14 მაისი
  • E3 2005, 18—20 მაისი
  • E3 2006, 10—12 მაისი
  • E3 2007, 11—13 მაისი
  • E3 2008, 15—17 ივლისი
  • E3 2009, 2—4 ივნისი(მაიამი)
  • E3 2010, 15—17 ივნისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2011, 7—9 ივნისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2012, 5—7 ივნისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2013, 10—13 ივნისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2014, 9—12 ივნისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2015, 14—18 ივნისი (ლოს-ანჯელესი)
  • E3 2016, 12—14 ივნისი (ლოს-ანჯელესი)

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Sarkar, Samit. (16 ივნისი, 2016) E3 2016 attendance down slightly, E3 2017 dated. Polygon. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2016.
  2. Dave Thier.. (2012-06-08) E3 is Obsolete, But It Doesn't Matter. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23. ციტირების თარიღი: 2014-04-03.
  3. E3 2014. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-20. ციტირების თარიღი: 2014-03-20.
  4. E3 переименована в E3 Media Festival დაარქივებული 2014-03-22 საიტზე Wayback Machine. , 02
  5. E3 2011 — дата и компании участники, 11
  6. 右高 千尋.. (1996-11-05) 任天堂もSEGAもSONYもいないE3/Tokyo'96. PC Watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-06-05. ციტირების თარიღი: 2014-03-21.
  7. E3 is scheduled to take place June 16-18, 2015, at the Los Angeles Convention Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-08.