რაიხენბახის კონვენცია ან რაიხენბახის შეთანხმება — შეთანხმება ავსტრიასა, რომელსაც სათავეში ედგა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი ლეოპოლოდ II, და პრუსიას, რომელსაც სათავეში ედგა ფრიდრიხ ვილჰელმ II, შორის. ხელი მოეწერა 1790 წლის 27 ივლისს რაიხენბახში (ამჟამად ძერჟონიუვი, პოლონეთი), 1790 წლის ივნის-ივლისში იქ ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელზეც მონაწილეობას იღებდნენ დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები. კონვენციას ხელი მოეწერა ავსტრიის უფლებამოსილი მთავრების, რაისისა და ბარონ შპილმანის და პრუსიის პირველი მინისტრის, გრაფ ჰერცბერგის მიერ.