ომი (ერთეული)

ომი

სტანდარტი: SI სისტემის წარმოებული ერთეული
სიდიდე: ელექტრული წინაღობა
სიმბოლო (ქართ): ომ
სიმბოლო (საერთ): Ω
ეპონიმი: გეორგ ომი
ეკვივალენტები:
SI სისტემის საბაზისო ერთ 1 კგ 2 -2 წმ-3

ომი (აღნიშვნა: ომ, Ω) — ელექტრული წინაღობის საზომი (წარმოებული) ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სახელი ეწოდა გეორგ ომის პატივსაცემად.

განმარტება

ომი განიმარტება, როგორც გამტარის ორ წერტილს შორის წინაღობა, როდესაც მუდმივი 1 ვოლტი ძაბვის პირობებში გამტარში გადის 1 ამპერი დენი.

ხშირად გამტარის წინაღობა არის მუდმივი და არ არის დამოკიდებული გამტარზე მოდებულ ძაბვაზე, ტემპერატურაზე და სხვა პარამეტრებზე. ასეთ რეზისტორებს წრფივი რეზისტორი ეწოდება.

სიმძლავრე როგორც წინაღობის ფუნქცია

წრფივ რეზისტორში დისიპირებული სიმძლავრე შეიძლება გამოთვლილი იქნას წინაღობის, ძაბვისა და დენის მეშვეობით. ქვემით მოყვანილი ფორმულა მიღებულია ომის კანონისა და ჯოულის კანონის კომბინირებით.

სადაც P არის სიმძლავრე ვატებში, R არის წინაღობა ომებში, V არის ძაბვა, ხოლო I არის დენი.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო