ლუდვიგ III (დ. 880 — გ. 28 ივნისი, 928) — პროვანსის მეფე 887 წლის იანვრიდან, იტალიის მეფე 900 წლის 12 ოქტომბრიდან, ხოლო მოკლე პერიოდის განმავლობაში იყო საღვთო რომის იმპერატორი, 901—905 წლებში; 905 წლიდან საღვთო რომის იმპერატორი გახდა ბერენგარ I. ლუდვიგი იყო პროვანსის მეფის ბოსოს ვაჟი, ხოლო დედა იყო ერმენგარდი, იმპერატორ ლუდვიგ II-ის ქალიშვილი. შესაბამისად, მისი მამის მხრიდან ლუდვიგ III იყო ბოსონიდი, ხოლო დედის ხაზით — კაროლინგი. ის დაბრმავდა 905 წელს, იტალიაში წარუმატებელი შეჭრის მცდელობის შემდეგ.
მისი მცდელობის შემდეგ, აღედგინა ძალაუფლება იტალიაზე, ლუდვიგმა პროვენსის მართვა განაგრძო, თუმცა რეალურად მისი ბიძაშვილი, არლის ჰერცოგი ჰიუ იყო ამ ტერიტორიის მმართველი.
ლუდვიგი დაბრუნდა სამეფოს დედაქალაქ ვენაში 911 წელს, სადაც ძალაუფლების უდიდესი ბერკეტები კვლავ ჰიუს ხელში იყო. ჰიუ გახდა პროვენსის მარკგრაფი და ვენის მარკიზი, და დედაქალაქი არლიში გადაიტანა. როგორც რეგენტმა, ჰიუმ ცოლად შეირთო ლუდვიგის და ვილა. 928 წელს, სიკვდილის შემდეგ, ლუდვიგის მემკვიდრე პროვანსის ტერიტორიაზე გახდა მისი სიძე ჰიუ.
|