ჯოაკინო გრეკო

ჯოაკინო გრეკოს წიგნის გარეკანი

ჯოაკინო გრეკო (იტალ. Gioachino Greco; დ. 1600, ჩელიკო, კალაბრია — გ. 1634, დიდი ანტილის კუნძულები) — იტალიელი მოჭადრაკე, XVII საუკუნის I ნახევრის ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მადრიდში გაატარა მეფე ფილიპე IV-ის კარზე. მისი საჭადრაკო ტრაქტატის ხელნაწერები დათარიღებულია 1619–1625 წლებით. მას აქვს გამოკვლევები დებიუტებში — იტალიურ პარტიასა და მეფის გამბიტში. რამდენიმე ვარიანტი მის სახელს ატარებს. გრეკოს გარდაცვალების შემდეგ მისი ტრაქტატი გადაითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე.

ლიტერატურა

  • გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, ნაწ. I, თბ., 2004. — გვ. 10.