პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ხოსეპ სამიტიერ ვილალტა | ||
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1902 | ||
დაბადების ადგილი | ბარსელონა, ესპანეთი | ||
გარდაცვალების თარიღი | 4 მაისი, 1972 | ||
გარდაცვალების ადგილი | ბარსელონა, ესპანეთი | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1919-1932 | ბარსელონა | 454 | (333) |
1932-1934 | რეალი | 8 | (4) |
1936-1939 | ნიცა | 82 | (47) |
სულ | 544 | (384) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1920-1931 | ესპანეთი | 21 | (2) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1936 | ატლეტიკო | ||
1942 | ნიცა | ||
1944-1947 | ბარსელონა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ხოსეპ სამიტიერ ვივალტა (დ. 2 თებერვალი, 1902, ბარსელონა, ესპანეთი — გ. 4 მაისი, 1972, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და სკაუტი. კარიერის მანძილზე თამაშობდა შემდეგ კლუბებში: „ბარსელონა“, „რეალი“, „ნიცა“. მწვრთნელის რანგში მუშაობდა „მადრიდის ატლეტიკოში“, „ნიცასა“ და „ბარსელონაში“.
„ბარსელონაში“ თამაშისას მან 333 გოლის გატანა მოახერხა. ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მესამეა პაულინო ალკანტარასა (369 გოლი) და ლიონელ მესის (436 გოლი) შემდეგ. ის ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მისი სტილიდან გამომდინარე ფანებმა სამიტიერს ჯადოქარი (El Mag) შეარქვეს. სკაუტის რანგში ხოსეპ სამიტიერი „ბარსელონას“ ლადისლავ კუბალას შეძენაში დაეხმარა. ასევე მონაწილეობდა ალფრედო დი სტეფანოსთან მოლაპარაკებებში, თუმცა თითქმის გადაწყვეტილი ტრანსფერი ჩაიშალა და არგენტინელი ლეგენდა „მადრიდის რეალში“ ჩაირიცხა, სადაც თავად სამიტიერი მოგვიანებით სკაუტად მუშაობდა.
ბარსელონა
რეალი
ესპანეთის ნაკრები
ბარსელონა