ჩარლზ ბარკლა | |
---|---|
ინგლ. Charles Glover Barkla | |
დაბ. თარიღი | 7 ივნისი, 1877 |
დაბ. ადგილი | Widnes |
გარდ. თარიღი | 23 ოქტომბერი, 1944 (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ედინბურგი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის სამეფო კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, ლონდონის უნივერსიტეტი და ედინბურგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ტრინიტის კოლეჯი, ლივერპულის უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და სამეფო კოლეჯი |
მეუღლე | Mary Esther Cowell |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, ნობელის პრემია ფიზიკაში , ჰიუზის მედალი და ბეიკერის სახელობის ლექცია |
ჩარლზ გლოვერ ბარკლა (ინგლ. Charles Glover Barkla; დ. 7 ივნისი, 1877 — გ. 23 ოქტომბერი, 1944) — ბრიტანელი ფიზიკოსი, რენტგენის სპექტროსკოპიასა და რენტგენის სხივების შესწავლისთვის, მას 1917 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიკის დარგში.
ჩარლზ გლოვერ ბარკლა 1877 წლის 7 ივნისს დაიბადა ვაიდნიზში, ინგლისში. არის ატლას ქიმიური კომპანიის მდივანის ჯონ მარტინ ბარკლას და სარა გლოვერის შვილი.
ბარკლა სწავლობდა „ლივერპულის ინსტიტუტში“, მან ქვეყნის საკრებულო სტიპენდიით და ბიბი სტიპენდიის დახმარებით მან შეძლო „ლივერპულის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელება.
თავდაპირველად სწავლობდა მათემატიკას, თუმცა შემდეგ სერ ოლივერ ლოდჯეს დახმარებით შეისწავლა ფიზიკა, მაშინ როდესაც ოლივერ ლოდჯეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ჩარლზი მის მაგივრად ატარებდა ლექციებს.
1899 წელს ჩაირიცხა ტრინტის კოლეჯში, კემბრიჯის უნივერსიტეტში, 1851 წლის გამოფენისთვის, სამეფო კომისიის მიერ ჩატარებული კვლევითი სტიპენდიის საფუძველზე, კავენდიშის ლაბორატორიაში, ჯოზეფ ჯონ თომსონთან ერთად მუშაობდა ელექტრონის აღმოჩენაზე. კემბრიჯში პირველი ორი წლის განმავლობაში, მან თომსონის მითითებით შეისწავლა ელექტრომაგნიტური ტალღების სიჩქარე სხვადასხვა საგნებისა და მასალების მავთულების გასწვრივ.
მას შემდეგ რაც კემბრიჯის უნივერსიტეტში წელიწად-ნახევარი დაჰყო, მუსიკისადმი მისმა სიყვარულმა „მეფის კოლეჯში“ გადასვლა და სამლოცველო გუნდში სიმღერა გადააწყვეტინა. ბარკლას ხმა ძალიან ლამაზი იყო, მისი სოლოების დროს დარბაზი სავსე იყო მსმენელით. მას ამ დარგში 1903 წელს მიენიჭა ბაკალავარის ხარისხი, ხოლო 1907 წელს მაგისტრის ხარისხი. 1907 წელს ბარკლა დაქორწინდა მერი ესთერ ქოულზე, რომელთანაც მას ეყოლა სამი შვილი: ორი ბიჭი და ერთი გოგო.
1913 წელს, მას შემდეგ რაც კემბრიჯის უნივერსიტეტში იმუშავა, იგი ბუნებრივი ფილოსოფიის პროფესორი გახა ედინბურგის უნივერსიტეტში, ამ თანამდებობაზე იგი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა.
ბარკლამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა რენტგენული გაფანტვის, რენტგენული სპექტროსკოპიის კანონების შემუშავებასა და დახვეწაში, და ასევე რენტგენის სხივების გადაცემის პრინციპებზე.
მას 1917 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში. ამ წელს იგი ასევე ნომინირდა სამეფო საზოგადოების მიერ, ჰიუზის პრემიით. 1922 წლიან 1938 წლამდე ცხოვრობდა ჰერმიტეიჯში, სამხრეთ-დასავლეთ ედინბურგში.
გარდაიცვალა 1944 წლის 23 ოქტომბერს, 67 წლის ასაკში.
იყო რელიგიური პიროვნება, მისი შრომა მიჩნეულია როგორც „ღმერთის, შემოქმედის ძიების ნაწილი“.
მთვარის ერთ-ერთ კრატერს, მის საპატივცემულოდ ეწოდა „ბარკლას კრატერი“.
გარდა ამისა, მისი სახელი დაერქვა „ლივერპულის უნივერსიტეტის“ ფიზიკის განყოფილების ლექტორთა თეატრს, აგრეთვე ბიოლოგიის ლაბორატორიას და ბიოფიზიკის ლაბორატორიას.