სარა ბერნარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 ოქტომბერი, 1844 პარიზი |
გარდაცვალების თარიღი |
26 მარტი, 1923 (78 წლის) პარიზი |
საქმიანობა | მსახიობი |
ხელმოწერა |
სარა ბერნარი (ფრანგ. Sarah Bernhardt; დ. 22 ოქტომბერი, 1844. პარიზი, საფრანგეთი — გ. 26 მარტი, 1923. იქვე) — ფრანგი თეატრის მსხაიობი, რომელსაც „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ მსახიობ ქალად“ მოიხსენიებენ. ბერნარმა სახელი 1870-იან წლებში, ევროპის თეატრებში თამაშით გაითვქვა და მასზე მოთხოვნა, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში გაჩნდა. მან სერიოზული დრამატული მსახიობის რეპუტაცია შეიქმნა, რამაც მას მომავალში „ღვთისმეტველი სარას“ ზედმეტსახელი შესძინა.
პირველი მსოფლიო ომის დროს მსახიობი ფრონტზე გამოდიოდა და 1914 წელს საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა.
სარა ბერნარი გარდაიცვალა 1923 წლის 26 მარტს. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სარა ბერნარი