მისი ორი ფილმი, „ფარენჰაიტი 9/11“ და „ჯანდაცვა“ (2007), რომელიც იკვლევს ჯანდაცვის სისტემას და მის მდგომარეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ტოპ 10 ყველაზე შემოსავლიან დოკუმენტურ ფილმებს შორის.2008 წლის სექტემბერში, მურმა ინტერნეტში განათავსა მისი პირველი უფასო ფილმი „Slacker Uprising“. მან ასევე, დაწერა და ითამაშა სატელევიზიო შოუში TV Nation, სატირულ სატელევიზიო სერიალში და სატირულ შოუში The Awful Truth.
მისი პუბლიკაციები და კინემატოგრაფიული ნამუშევრები აკრიტიკებენ გლობალიზაციას, აშშ-ის მიერ იარაღის წარმოებას, აშშ-ის პრეზიდენტებს ბილ კლინტონს და ჯორჯ უოლკერ ბუშს, სამხედრო ოპერაციებს ერაყში, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას და კაპიტალიზმს.
2005 წელს ჟურნალმა „ტაიმმა“ მური შეიყვანა მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანს შორის.
ბიოგრაფია
მაიკლ მური დაიბადა მიჩიგანის შტატში, ქალაქ ფლინტის გარეუბანში. დედამისი ჰელენ ვერონიკა მუშაობდა მდივნად, მამამისი ფრენსის რიჩარდ „ფრენკ“ მური კი, საავტომობილო ქარხნის მუშა იყო. ამ დროისთვის ფლინტში გაჩნდა უმსხვილესი ამერიკული საავტომობილო კორპორაციის „General Motors“-ის ქარხნები, სადაც მისი მშობლები და ბაბუა მუშაობდა. მისი ბიძა LaVerne იყო United Automobile Workers-ის მუშათა გაერთიანების დამფუძნებელი და მონაწილეობდა 1936–1937წლებში „General Motors“-ის წინააღმდეგ მიმართულ გაფიცვაში.
მურს აქვს გადაღებული რამდენიმე მუსიკალური ვიდეო, მათ შორის, „Rage Against the Machine“-ის ორ სიმღერაზე: „Sleep Now in the Fire“ და „Testify-ზე“. ვიდეოში „Sleep Now in the Fire“, მიუხედავად ნიუ-იორკის მერიის ნებართვისა, მურს აკავებს პოლიცია იმ დროს როცა ჯგუფი ღია ცისქვეშ, უოლ-სტრიტზე უკრავს Sleep Now in the Fire-ს. კადრები შესულია ფილმში — „უოლ-სტრიტი“.