კვენტინ ტარანტინო | |
---|---|
კვენტინ ტარანტინო, 2015 წელი | |
დაბადების სახელი | კვენტინ ჯერომ ტარანტინო |
დაბადების თარიღი |
27 მარტი, 1963 ნოქსვილი, ტენესი, აშშ |
საქმიანობა |
რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი მსახიობი |
ოსკარი |
საუკეთესო ორიგინალური სცენარი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო სცენარი |
BAFTA |
საუკეთესო სცენარი |
სხვა ჯილდოები |
1994 — „მაკულატურა“ |
კვენტინ ჯერომ ტარანტინო (ინგლ. Quentin Jerome Tarantino ; დ. 27 მარტი, 1963) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მსახიობი. თავისი კარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როგორც დამოუკიდებელმა რეჟისორმა, რომლის ფილმებს ახასიათებდა არახაზობრივი სიუჟეტი, სატირული თემები და ძალადობის ესტეტიზაცია.
მისი ცნობილი ფილმებია „ცოფიანი ძაღლები“ (1992), „მაკულატურა“ (1994), „მოკალი ბილი“ (2003, 2004), „უსახელო ნაბიჭვრები“ (2009), „ჯანგო გათავისუფლებული“ (2012). ტარანტინოს მიღებული აქვს ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და ოქროს პალმის რტო, ასევე ემისა და გრემის ჯილდოები. კვენტინ ტარანტინო ხშირად თანამშრომლობს თავის მეგობართან და კოლეგასთან რობერტ როდრიგესთან, ასევე მსახიობ სამუელ ლ. ჯექსონთან.
კვენტინ ტარანტინო დაიბადა აშშ-ის ქალაქ ნოქსვილში, მსახიობ ტონი ტარანტინოსა და ძიძის კონი მაკჰიუს ოჯახში. ტარანტინოს მამა, რომელიც მსახიობი და მოყვარული მუსიკოსია, წარმოშობით იტალიელია, ხოლო დედამისი ირლანდიელი, ასევე მისი გენეალოგია დაკავშირებულია ინდიელ ტომთან — ჩეროკისთან.
ტარანატინო აღზარდა დედამისმა, რამეთუ ცოლ-ქმარი ბავშვის დამადებამდე გაცილდნენ ერთმანეთს. როდესაც კვენტინს 2 წელი შეუსრულდა დედამისთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ტორანსში, ხოლო შემდეგ ჰარბორ-სიტიში. კვენტინ ტარანტინო ლოს-ანჟელესში გაიზარდა, ჩააბარა ფლემინგის სკოლაში, სადაც დრამის გაკვეთილებს ეუფლებოდა. 22 წლის ასაკში ტარანტინო მუშაობდა რეჟისორ ჯოშუა დაიმონდთან „El Visto Paradiso Three“ პროექტზე. ამასთანავე სამუშაოდ მოეწყო ვიდეო-არქივში.
ტარანტინომ ჰოლივუდის ერთ-ერთ წვეუელებაზე გაიცნო პროდიუსერი ლოურენს ბენდერი. მან რომელიც დაარწმუნა ტარანტინო, დაეწყო სცენარებზე მუშაობა. პირველი სცენარი ტარანტინომ დაწერა 1985 წელს, თუმცა სცენარი არ იყო რეალიზებული. თავისი პირველი ფილმი („ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე“) კვენტინ ტარანტინომ გადაიღო 1987 წელს. ჟანრი კომედია. თუმცა დღეისათვის შემონახულია ფილმის მხოლოდ 36 წუთი, დანარჩენი ნაწილი კი განადგურდა ხანძრის გამო. აღსანიშნავია, რომ იმ დროიდანვე გამოვლინდა ტარანტინოს მიდრეკილება არა მხოლოდ რეჟისურისადმი, არამედ საპროდიუსერო, სამსახიობო და სხვა საქმიანობისადმი. ამ ფილმში ტარანტინო გვევლინება როგორც რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მსახიობი.
1992 წლის იანვარში გამოდის ტარანტინოს ოფიციალურად აღიარებული პირველი კინოფილმი „ცოფიანი ძაღლები“, რომელსაც იმთავითვე წარმატება ხვდა წილად. პრემიერა გაიმართა სანდენსის კინოფესტივალზე. კრიტიკოსებმა კინო აღიარეს. მისი სცენარი ტარანტინომ სამ-ნახევარ კვირაში დაწერა. სცენარი წაიკითხა და მოიწონა ჰარვი კეიტელმა, რომელიც ფილმის მსახიობი და თანაპროდიუსერი იყო და ფილმისთვის სახსრების მოძიებაზე მუშაობდა.
1993 წელს ტარანტინოს სცენარი რეალიზებული იქნა სერიალისთვის „ნამდვილი სიყვარული“, 1994 წელს ტარანტინოს სცენარის მიხედვით გადაიღეს კინოფილმი „მკვლელებად დაბადებულნი“, სადაც მთავარი როლი შეასრულა ვუდი ჰარელსონმა. 1994 წელს ტარანტინოს სთავაზობენ ფილმ „სიჩქარე“-ზე მუშაობას, თუმცა მან უარი განაცხადა და გაემგზავრა ამსტერდამში, სადაც „მაკულატურის“ სცენარზე მუშაობდა.
1994 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „მაკულატურა“, სადაც ერთბაშად ცნობილმა ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ჯონ ტრავოლტამ, უმა თურმანმა, სამუელ ლ. ჯექსონმა, ბრიუს უილისმა და სხვებმა ფილმი საკმაოდ პოპულარული გახადეს, ხოლო შემოსავალმა 200 მლნ. გადააჭარბა. ფილმში ტარანტინომ ძალადობის ესთეტიზაციისა და არათანმიმდევრუი თხრობის ხერხებს. ფილმისთვის ტარანტინომ ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს პრემიები მიიღო, როგორც საუკეთესო ორიგინალური სცენარის ავტორმა.
1995 წელს ერთ-ერთი ეპიზოდი გადაიღო ფილმისთვის „ოთხი ოთახი“. კინოკრიტიკოსები ფილმს ცივად შეხვდნენ. 1996 წელს ტარანტინოს სცენარით რობერტ როდრიგესმა გადაიღო ფილმი „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, სადაც მთავარი როლები შეასრულეს ჯორჯ კლუნიმ და საკუთრივ კვენტინ ტარანტინომ. 1997 წელს ტარანტინომ გადაიღო თავისი რიგით მესამე ფილმი „ჯეკი ბრაუნი“.
ამ ფილმის შემდეგ ტარანტინო 6 წლის განმავლობაში კინოს ჩამოშორდა. ის გეგმავდა „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებას, თუმცა გადადო ის და დაიწყო „მოკალი ბილის“ სცენარის დამუშავება. ის ეფუძნებოდა პერსონაჟს, რომლის შექმნის იდეა ტარანტინოს და უმა თურმანს ერთად მოუვიდათ „მაკულატურის“ გადაღების დროს. გადაღება 155 დღეს გაგრძელდა და 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. სტუდია „მირამაქსი“ აჩქარებდა ტარანტინოს მონტაჟის დროს, რადგან ფილმის გამოშვება სწრაფად სურდათ. საბოლოოდ ისინი ფილმის ორად გაყოფაზე შეთანხმდნენ.
2004 ტარანტინო წელს იყო ჟიურის წარმომადგენელი კანის კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაზე. ამ წელს ოქროს პალმის რტო მიეკუთვნა სკანდინავიურ დოკუმენტურ ფილმს „ფარენჰეიტი 9/11“, რომელიც მიეძღვნა ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის კრიტიკას. 2007 წელს ტარანტინო როდრიგესთან ერთად მუშაობდა პროექტზე „გრაინდჰაუსი“. ტარანტინოს მიერ გადაღებულ ნაწილს ეწოდა „სიკვდილის მტკიცებულება“. ის 70-იანი წლების სლეშერ ფილმების მსგავსად იყო გადაღებული. მიუხედავად პოზიტიური გამოხმაურებებისა, ფილმი კინოგაქირავებაში არც ისე წარმატებული აღმოჩნდა.
2009 წელს ტარანტინომ გადაიღო ფილმი „უსახელო ნაბიჭვრები“. ფილმი ეხება ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში მოქმედ ებრაულ პარტიზანულ დაჯგუფებას. ფილმის გადაღება 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო ფილმი 2009 წლის აგვისტოში გამოვიდა. ფილმმა კინოგაქირავებაში წარმატებას მიაღწია და მისმა შემოსავალმა შეადგინა $321 455 689, რითაც ის გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტარანტინოს ფილმებს შორის, „ჯანგო გათავისუფლებულის“ გამოსვლამდე.
2010 წელს ტარანტინო იყო ჟიურის თავმჯდომარე 67-ე ვენეციის კინოფესტივალზე. ოქროს ლომი მიეკუთვნა ფრენსის ფორდ კოპოლას შვილს სოფია კოპოლას, ფილმისთვის „სადღაც“.
ტარანტინოს შემდეგი ფილმი კვლავ ვესტერნი იქნება. ფილმის „საზიზღარი რვა” გადაღებები 2015 წლის იანვარში დაიწყება და მას The Weinstein Company გამოუშვებს.
კვენტინ ტარანტინო სხვადასხვა დროს ურთიერთობაში იმყოფებოდა მირა სორვინოსთან, ელის ანდერსთან, სოფია კოპოლასთან, ჯული დრეიფუსთან, კეთი გრიფინთან. ასევე არსებობს მითქმა-მოთქმა ტარანტინოსა და უმა თურმანს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ტარანტინომ თურმანი თავის მუზად მოისხსენია. თუმცა ტარანტინომ ასევე დასძინა, რომ მათ შორის მხოლოდ პლატონური ურთიერთობაა. მან განაცხადა ასევე, რომ აპირებს კინოს დატოვებას მაშინ, როდესაც მას 60 წელი შეუსრულდება. იგი სკეპტიკურად უყურებს ასევე ციფრული კინოინდუსტრიის ტექნოლოგიას. ტარანტინო ფუტ-ფეტიშისტია.
წელი | ფილმი | მოქმედებდა როგორც | შენიშვნა | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
რეჟისორი | სცენარისტი | პროდიუსერი | მსახიობი | როლი | |||
1987 | ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღე | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | კლარენს პული | |
1992 | ცოფიანი ძაღლები | დიახ | დიახ | დიახ | მისტერ ბრაუნი | ||
1993 | ნამდვილი სიყვარული | დიახ | |||||
1994 | მაკულატურა | დიახ | დიახ | დიახ | ჯიმი დიმიკი | ||
მკვლელებად დაბადებულნი | დიახ | მომყოლი | |||||
ჩემთან ერთად დაიძინე | დიახ | სიდი | კამეო | ||||
მოკალი ზოი | დიახ | პროდიუსერი | |||||
1995 | ოთხი ოთახი | დიახ | დიახ | დიახ | ჩესტერ რაში | სეგმენტი ადამიანი ჰოლივუდიდან | |
სასოწარკვეთილი | დიახ | Pick Up Guy | კამეო | ||||
დესტინი რთავს რადიოს | დიახ | ჯონი დესტინი | |||||
1996 | მზის ჩასვლიდან განთიადამდე | დიახ | დიახ | რიჩარდ გეკო | |||
ექვსი გოგონა | დიახ | თვითონ | |||||
შედედებული სისხლი | დიახ | პროდიუსერი | |||||
1997 | ჯეკი ბრაუნი | დიახ | დიახ | დიახ | ავტომოპასუხე ხმა | ||
1999 | დაღამებიდან გათენებამდე 2 | დიახ | პროდიუსერი | ||||
დაღამებიდან გათენებამდე 3 | დიახ | პროდიუსერი | |||||
2000 | პატარა ნიკი | დიახ | დიაკონი | კამეო | |||
2003 2004 |
მოკალი ბილი (Vol. I & II) | დიახ | დიახ | დიახ | Crazy 88 Member | კამეო | |
2004 | ჩემი სახელია მოდესტი | დიახ | პროდიუსერი | ||||
2005 | დოლტრი კელჰოუნი | დიახ | პროდიუსერი | ||||
ჰოსტელი | დიახ | პროდიუსერი | |||||
2006 | სიბრაზის თავისუფლება | დიახ | პროდიუსერი | ||||
2007 | გრაინდჰაუსი | დიახ | დიახ | დიახ | დიახ | ლიუისი/მოძალადე #1 უორენი |
სეგმენტი: სიკვდილის მტკიცებულება სეგმენტი: შიშის პლანეტა |
სუკიაკი-ვესტერნი-ჯანგო | დიახ | რინგო | კამეო | ||||
ჰოსტელი II | დიახ | პროდიუსერი | |||||
2008 | ჯოჯოხეთური მოგზაურობა | დიახ | პროდიუსერი | ||||
2009 | უსახელო ნაბიჭვრები | დიახ | დიახ | დიახ | First scalped victim American GI |
კამეო Film within a film: ერის სიამაყე | |
2012 | ჯანგო გათავისუფლებული | დიახ | დიახ | დიახ | პატიმრების ზედამხედველი | ||
2015 | საძულველი რვა | დიახ | დიახ | ||||
2019 | ერთხელ ჰოლივუდში | დიახ | დიახ | დიახ |
გაიმარჯვა ერთ ნომინაციაში, „საუკეთესო ორიგინალური სცენარი“.
„მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, თუმცა დამარცხდა, საბოლოოდ ოქროს ჟოლო ხვდა წილად მარლონ ბრანდოს.
|