„ვენომი“ | |
---|---|
რეჟისორი | რუბენ ფლეიშერი |
პროდიუსერი |
|
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება | ტოდ მაკფარლეინი და დევიდ მიშლინი — ვენომი |
ისტორია |
|
როლებში | |
მუსიკა | ლუდვიგ იორანსონი |
ოპერატორი | მეთიუ ლიბატიკი |
მონტაჟი | |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Sony Pictures Releasing |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 112 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 100–116 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 855 მილიონი აშშ დოლარი |
ვენომი (ინგლ. Venom) — 2018 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, დაფუძნებული Marvel Comics-ის ამავე სახელწოდების პერსონაჟზე. წარმოებულია Columbia Pictures-ის, Marvel Entertainment-სა და Tencent Pictures-ის მიერ. ფილმის დისტრიბუტორია Sony Pictures Releasing, რეჟისორი — რუბენ ფლეიშერი, სცენარისტი — სკოტ როზენბერგი, ჯეფ პინკნერი და კელი მარსელი, მონაწილეობენ ტომ ჰარდი (ედი ბრუკი/ვენომი), მიშელ უილიამსი, რიზ აჰმედი, სკოტ ჰეიზი და რიდ სკოტი. ფილმში მოთხობილია ჟურნალისტ ედი ბროკის შესახებ, რომელსაც შეერწყმება უცხოპლანეტელი სიმბიოტი, რომლის სახეობა ცდილობს დედამიწის დაპყრობას.
Sony-მ პროექტზე მუშაობა დაიწყო, მას შემდეგ რაც ვენომის პერსონაჟი გამოჩნდა ფილმში „ადამიანი ობობა 3“ (2007). სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ, 2017 წლის მარტში დაიწყო ახალ ვერსიაზე მუშაობა. სცენარისტებად მოიწვიეს როზენბერგი და პინკნერი. ფლეტჩერი და ჰარდი შემოუერთდნენ იმავე წლის მაისში. გადაღებები დაიწყო ოქტომბერში, ატლანტაში, ნიუ-იორკში და სან-ფრანცისკოში. ფილმის შთაგონების წყაროდ იქცა კომიქსები „Venom: Lethal Protector“ (1993) და „Planet of the Symbiotes“.
„ვენომის“ პრემიერა შედგა 2018 წლის 1 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში. ფილმმა მიიღო უარყოფითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. კრიტიკა ძირითადად შეეხეო სცენარს, თუმცა ზოგიერთებმა შეაქეს ჰარდის შესრულება. საერთო მიმოხილვების საიტზ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 28% (287 მიმოხილვაზე დაყრდნობით). მიუხედავად უარყოფითი შეფასებებისა, იგი წარმატებული აღმოჩდა კომერციულად, მთლიანი შემოსავალი შეადგენს 855 მილიონ აშშ დოლარს, რითაც იქცა 2018 წლის მეექვსე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. 2020 წლის 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილია ფილმის გაგრძელების გამოშვება.