ევროპული სოლიდარობა უკრ. Європейська солідарність | |
---|---|
ქვეყანა | უკრაინა |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | პეტრო პოროშენკო |
ისტორია | |
დაფუძნდა | 5 მაისი, 2000 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | ქრისტიანული დემოკრატია, ლიბერალური კონსერვატიზმი, ლიბერალიზმი, სამოქალაქო ნაციონალიზმი, პრო-ევროპეიზმი |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | EPP-ს დამკვირვებელი |
საერთაშორისო აკრედიტაცია | IDU |
წარმომადგენლობითობა | |
უმაღლესი რადა |
27 / 450 |
რეგიონები |
3 905 / 43 122 |
ფერები |
ევროპული სოლიდარობა (უკრ. Європейська солідарність ) — პოლიტიკური პარტია უკრაინაში. მისი ფესვები მოდის საპარლამენტო ჯგუფი „სოლიდარობიდან“ რომელიც 2000 წლიდან არსებობდა უმაღლეს რადაში, და მას შემდეგ არსებობა განაგრძო სხვადასხვა ფორმით, როგორც პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურმა გუნდმა. 2014 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ თავისი მაშინდელი სახელწოდებით „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ მოიპოვა 132 მანდატი 423 ადგილიან რადაში და პირველი ადგილი დაიკავა.
2015 წლის აგვისტოში პარტიაში გაერთიანდა „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ (უდარი). 2019 წლის მაისში „უდარი“ გამოეყო პარტიას. 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით პარტიას 30 000-მდე წევრი ჰყავს. პარტიის წევრებად არ მიიღებიან ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ ყოფილი წევრები. 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 25 მანდატი მოიპოვა, აქედან 23 პროპორციული, ხოლო 2 მაჟორიტარული სისტემით.