The British Academy | |
---|---|
| |
შეიქმნა | 1902 |
სტატუსი | საქველმოქმედო |
ტიპი | ეროვნული აკადემია |
შტაბ-ბინა | ლონდონი, ინგლისი |
წევრები | 1,000 |
პრეზიდენტი | დევიდ კანადინი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
კავშირები | საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო , International Union of Academies , Society Publishers' Coalition და All European Academies |
thebritishacademy.ac.uk |
ბრიტანული აკადემია (ინგლ. The British Academy) — დიდი ბრიტანეთის ეროვნული აკადემია ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებებისთვის. დაარსდა 1902 წელს და იმავე წელსვე მიენიჭა სამეფო ქარტია. აკადემია აერთიანებს 1000-ზე მეტ მეცნიერ თანამშრომელს, ის მოიცავს ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი მეცნიერებების ყველა დისციპლინას და წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს კვლევითი პროექტების დამფინანსებელ ორგანოს. აკადემია არის თვითმმართველი და დამოუკიდებელი რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ლონდონში. ბრიტანულ აკადემიას ყოველწლიური გრანტის სახით აფინანსებს ბიზნეს ინოვაციებისა და უნარების დეპარტამენტი (BIS). 2014 და 2015 წლებში ბრიტანეთის აკადემიის საერთო შემოსავალი იყო 33 000 000 £, მათ შორის 27 000 000 £ BIS-ის დაფინანსება. წლის განმავლობაში 32 900 000 £ დაიხარჯა გრანტებზე, ჯილდოებზე და საქველმოქმედო საქმიანობაზე.