ანდერს ფოგ რასმუსენი Anders Fogh Rasmussen | |
ნატოს მე-12 გენერალური მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 აგვისტო, 2009 – 1 ოქტომბერი, 2014 | |
წინამორბედი | იაპ დე ჰოოპ სხეფერი |
მემკვიდრე | იენს სტოლტენბერგი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 ნოემბერი, 2001 – 5 აპრილი, 2009 | |
წინამორბედი | პოულ ნიურუპ რასმუსენი |
მემკვიდრე | ლარს რასმუსენი |
დაბადებული | 26 იანვარი, 1953 გინერუპი დანია |
ანდერს ფოგ რასმუსენი (დან. Anders Fogh Rasmussen; დ. 26 იანვარი 1953) — დანიელი პოლიტიკოსი. დანიის პრემიერ-მინისტრი (2001-2009 წწ.). „კარიკატურების სკანდალის“ ერთ-ერთი პერსონაჟი.
დაიბადა ფერმერის ოჯახში, პოლიტიკური კარიერა დაიწყო 17 წლისამ, როდესაც დააარსა ქალაქ ვიბორგის ახალგაზრდა ლიბერალთა გაერთიანება და უკვე სამ წელიწადში შევიდა ლიბერალური პარტიის ცენტრალური საბჭოს შემადგენლობაში. ეკონომიკური განათლება მიიღო ორჰუსის უნივერსიტეტში.